შინაგან
საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საპატრულო პოლიციის ახალი ხელმძღვანელის ვინაობას დღეს
გაახმაურებს.
ამის
შესახებ განცხადება, ღარიბაშვილმა მოადგილეების წარდგენისას გააკეთა.
მისი
თქმით, ასევე უახლოეს პერიოდში გახდება საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსის ვინაობაც ცნობილი, რომელიც არსებული კანონმდებლობით მინისტრის მე-6 მოადგილე იქნება.
კითხვაზე
დარჩება თუ არა სამინისტროში ეკა ზღულაძე, მინისტრმა უპასუხა, რომ ზღულაძე უწყებაში არ დარჩა. “რაც შეეხება ძველ კადრებს, ყველა კეთილსინდისიერი
თანამშრომელი
დარჩება სამინისტროში და გააგრძელებს მუშაობას”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
Internet.ge