საქართველოს
თავდაცვის
მინისტრი ირაკლი ალასანიას მოადგილეების ვინაობა დღეს გახდება
ცნობილი.
თავდაცვის სამინისტროში პრესკონფერენცია 12:30 საათისთვის გაიმართება. ირაკლი ალასანიამ პრემიერ-მინისტრთან, მოადგილეების საკითხი უკვე შეათანხმა.
„შევათანხმეთ მთავრობის მომავალ სხდომაზე განსახილველი საკითხები. უშუალოდ ჩემი მხრიდან კი, შევათანხმეთ მოადგილეების კანდიდატურები და ამ გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოება მთავრობის სხდომაზე გაიგებს“,- განაცხადა ალასანიამ.
ცნობისთვის, მინისტრის მოადგილეების ვინაობა
ამ დრომდე არ ხმაურდება, თუმცა „ინტერნეტ.ჯი“-ს ინფორმაციით მინისტრის ერთ-ერთი
მოადგილის კანდიდატად „თავისუფალი
დემოკრატების“ პრესსამსახურის უფროსი ვაკო ავალიანი განიხილება.
Internet.ge