აშშ გარდამავალ პერიოდში საქართველოს ფინანსურ სტაბილურობას და მიმდინარე პროცესებს მხარს უჭერს
“მხარს ვუჭერთ ამ გარდამავალ პერიოდში საქართველოს ფინანსურ სტაბილურობას და მიმდინარე პროცესებს",- აღნიშნული განცხადება აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა
ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
"ეს იყო
კარგი შესაძლებლობა აშშ-სთვის, რათა გაცნობოდა ახალ მთავრობას და მის გუნდს,” - განაცხადა ელჩმა.
თავის მხრივ ხადურმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში აშშ-სა და საქართველოს შორის
თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ურთიერთობა უფრო ნაყოფიერი იქნება.
რაც შეეხება საუბრის მთავავარ თემას,
როგორც მხარეებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, საუბარი ათასწლეულის განვითარების
პროგრამის გაგრძელებას შეეხო.
Internet.ge