საკანონმდებლო
ცვლილების
საფუძველზე,
ნოტარიუსის
მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის არეალი გაფართოვდა.
ნოტარიუსთა პალატის ინფორმაციით, ადრე ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს მხოლოდ გირავნობისა და იპოთეკის
ხელშეკრულების
საფუძველზე
გასცემდა,
ამიერიდან კი, იჯარის, ქირავნობის, სესხის, ვალისა და ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ხელშეკრულების საფუძველზე გასცემს.
როგორც
ნოტარიუსთა
პალატის გამგეობის თავმჯდომარემ, ბაჩანა შენგელიამ განაცხადა, აღნიშნული სიახლე დაზარალებულ მხარეს სასამართლო დავასა და დამატებით ხარჯს ააცილებს
თავიდან და
საშუალება
მისცემს, გარიგების გაფორმებისას უფრო დაცულად იგრძნოს თავი.
„ნოტარიუსთან
ფულად ვალდებულებებთან
დაკავშირებული
ხელშეკრულების
გაფორმებისას,
თუკი მხარეები ხელშეკრულებაში თავიდანვე ჩადებენ სააღსრულებო ფურცლის გაცემის პირობას, შემდგომში დავის წარმოშობის შემთხვევაში, დაზარალებულ მხარეს აღარ მოუწევს სასამართლოსთვის
მიმართვა,
სააღსრულებო
ფურცელს გამარტივებული ფორმით, პირდაპირ ნოტარიუსისგან მიიღებს,“ - განაცხადა ბაჩანა შენეგლიამ.
საქართველოში
ნოტარიუსის
მიერ სააღსრულებო ფურცელი, გირავნობისა და იპოთეკის
ხელშეკრულებების
საფუძველზე,
2010 წლიდან
გაიცემა. აღნიშნული სერვისით მოქალაქეთა დაინტერესებამ განაპირობა საკანონდებლო ცვლილებები, რის საფუძველზეც, ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცელი უკვე ფულად ვალდებულებებთან
დაკავშირებული
ნებისმიერი
ხელშეკრულების
საფუძველზე
გაიცემა.
internet.ge