ივანიშვილის შეფასებით, დევნილთა შეჭრის საკითხი რაღაც ჯგუფის მიერ ორგანიზებულს ჰგავს
პრემიერ-მინისტრი
ბიძინა ივანიშვილი დევნილთა დაწესებულებებში შეჭრის საკითხს გამოეხმაურა.
პრემიერის
შეფასებით, აღნიშნული ფაქტი შემთხვევით არ ხდება და რაღაც ჯგუფის მიერ ორგანიზებულს
ჰგავს. ივანიშვილის თქმით, ეს ფაქტები გამოძიებული იქნება.
„ვიცით,
თუ როგორი პროცესები ვითარდება დღეს, დევნილთა მიერ სხვადასხვა ობიექტში შეჭრის ბევრი ფაქტი
ფიქსირდება. ეს ყველაფერი კი, რაღაც
ჯგუფის მიერ ორგანიზებულს ჰგავს, ამ ყველაფერს გამოკვლევა სჭირდება“,-
განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ,
რომ ამ წუთებში მთავრობის კანცელარიაში, მთავრობის სხდომა მიმდინარეობს.
Internet.ge