რუსთავის სასჯელაღსრულების #16 დაწესებულებასთან დილიდან, პატიმართა მშობლები და ახლობლები იკრიბებიან.
ისინი
დაწესებულების ახლად დანიშნულ დირექტორთან შეხვედრას ითხოვენ. მშობლების ინფორმაციით, პატიმრებზე ზეწოლა ხორციელდება.
დაწესებულებასთან შეკრებილი ადამიანები,
კარებზე აბრახუნებენ და დირექტორთან შეხვედრას მოითხოვენ.
აღნიშნულ ფაქტს სასჯელაღსრულების მინისტრი
სოზარ სუბარიც გამოეხმაურა.
„გუშინ, რუსთავის #16 დაწესებულებაში იყო არეულობის მცდელობა და დღესაც
გრძელდება. სიტუაცია მარტივია, აქ არიან ე.წ. ავტორიტეტები, რომლებსაც ყოფილი ხელისუფლება ვითომ ებრძოდა, მაგრამ
სინამდვილეში მათ ძალიან
ბევრი გავლენა ჰქონდათ. ამ გავლენების გაგრძელებას ჩვენ აღარ დავუშვებთ, ციხეებს მართავს ადმინისტრაცია და არა სხვა
ვინმე“,- განაცხადა სუბარმა.
Internet.ge