საგანგებო
და გადაუდებელ სიტუაციათა სამმართველოს
ინფორმაციით, ამ დროისთვის ფალიაშვილის ქუჩის #81-ში ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც
"ინტერნეტ.ჯი"-ს
სამსახურში განუცხადეს, ცეცხლის ჩაქრობას 14 სახანძრო ბრიგადა ცდილობდა.
არსებული
ინფორმაციით,
ცეცხლი 200-300 კვადრატულ მეტრზე იყო მოდებული.
შეგახსენებთ, ხანძარი ფალიაშვილის #81- ში მდებარე 6 საართულიან ბინას
გაუჩნდა.
სააგენტოში შეტყობინება 14:16 საათზე შევიდა.
სახანძრო სამსახურთან ერთად ადგილზე საპატრულო პოლიციაც იყო
მობილიზებული.
Internet.ge