შინაგან სამეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს საპატრულო
პოლიციის დეპარტამენტის ახალ დირექტორი დავით ცინარიძე წარუდგინა.
მინისტრის თქმით, ცინარიძე სამსახურის შექმნის დღიდან ამ საქმეს
ემსახურება და მას მაღალი პასუხისმგებლობა გაცნობიერებული აქვს.
„საპატრულო პოლიციის შექმნა ჩვენი ხალხის მონაპოვარია. მისი
შენარჩუნება და განვითარება თითოეული ჩვენგანის საზრუნავია. საპატრულო პოლიცია ყველაზე
მეტად განასახიერებს ჩვენი სახელმწიფოს ხალხთან ურთიერთობას. ამიტომ ყველაზე
მეტად ის უნდა გამოირჩეოდეს განსაკუთრებული სისპეტაკით, დისციპლინითა და მოქალაქეთა
მიმართ კეთილგანწყობით. ის უნდა იყოს კანონის დაცვის სამაგალითო ნიმუში. ჩვენს მიერ დეკლარირებული სამი მთავარი
პრინციპი: კანონიერება, სამართლიანობა და ჰუმანურობა პატრულის ყოველდღიური
საქმიანობის ორიენტირი უნდა იყოს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა და პატრულის უფროსს
პირველი დავალებაც მისცა.
მინისტრის თქმით, პატრულის ყველა თანამშრომელი შეურიგებელი უნდა
დარჩეს უკანონობის ნებისმიერ გამოვლინებასთან.
„ყოველგვარი სადღესასწაულო ეიფორია ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ქვეყანა
სტაბილური განვითარების კალაპოტში უნდა ჩადგეს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
Internet.ge