სოზარ სუბარი: არ უნდა ავყვეთ თამაშს რომელიც კრიმინალურმა სამყარომ შეიძლება შემოგვთავაზოს
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ
სუბარის განცხადებით, რუსთავის #16 დაწესებულებაში მოთავსებული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები სიტუაციის დაძაბვით იმუქრებიან.
მინისტრის
თქმით, პატიმრების მიერ დაყენებული
მოთხოვნა, დაწესებულების დირექტორის დათხოვნის თაობაზე, დაკმაყოფილებული არ
იქნება. იმ შემთხვევაში კი, თუ რომელიმე თანამშრომელი კანონს და ვინმეს
უფლებებს დაარღვევს, მათ მიმართ მკაცრ
ღონისძიებებს გაატარებენ.
„არ უნდა
ავყვეთ იმ თამაშს,
რომელიც კრიმინალურმა სამყარომ შეიძლება შემოგვთავაზოს. ციხეებში შიმშილობებიც ხდება, პირსაც
იკერავენ. ზოგჯერ ამის
მიზანი ის არის,
რომ სხვაგან გადაიყვანონ, ზოგჯერ კი ის, რომ მინისტრი შეხვდეს. ეს არ არის
ლეგიტიმური მიზანი. მინისტრი არ შეხვდება მას,
ვინც მაინცდამაიანც თვალს
ამოიკერავს ან ლურსმნით დაიჭედებს თავს. ვერ წავახალისებთ მსგავს ქმედებებს“,- განაცხადა სუბარმა.
Internet.ge