პატიმრები #16-ე დაწესებულებაში მომუშავე თანამშრომლებთან დაკავშირებით პრეტენზიას გამოთქვამენ
ციხეების
საზოგადოებრივი
მონიტორინგის
წევრის დიმიტრი ლორთქიფანიძის
ინფორმაციით, რუსთავის #16-ე სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში
პატიმრების
მხრიდან დესტაბილიზაციისა
და ბუნტის წამოწყების საფუძველი არ არსებობს. ამის
შესახებ ლორთქიფანიძემ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ადგილზე შეკრებილ ჟურნალისტებს
განუცხადა.
მისი თქმით, პატიმრებს იმ 22 ადამიანთან აქვთ პრეტენზია, რომლებიც წლების განმავლობაში #16-ე დაწესებულებაში მუშაობენ.
როგორც
დიმიტრი ლორთქიფანიძემ აღნიშნა, პატიმრებმა განაცხადეს, რომ ეს ადამიანები პატიმრების წამებაში, ცემასა და ღირსების შემლახველ ქმედებებში არიან შემჩნეულნი. პატიმრებმა ლორთქიფანიძეს
ციხის ადმინისტრაციის სია გადასცეს და მოითხოვეს რომ აღნიშნული საქმე სოზარ
სუბარმა პირად კონტროლზე აიყვანოს.
Internet.ge