აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკის
ახალი მთავრობა დღეს 12:00 საათისთვის დამტკიცდება.
ამის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.
როგორც
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ ჟურნალისტებს
განუცხადა, მინისტრების დამტკიცების შესახებ თანხმობის ელექტრონული ვერსია თბილისიდან უკვე მიიღეს.
ცნობილია მთავრობის წევრთა კანდიდატურებიც.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გიორგი თავართქილაძე უხელმძღვანელებს. ის საბანკო სექტორიდან მოვიდა პოლიტიკაში. იყო "ვითიბი ბანკის" აჭარის ფილიალის დირექტორი. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს - ნუგზარ სურმანიძე
უხელმძღვანელებს.
რაც შეეხება განათლების, კულტურისა და სპორტის
მინისტრის თანამდებობას, ვაკანტურ ადგილს გია თავამაიშვილი დაიკავებს. ის ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრს ხელმძღვანელობდა. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრად ზაურ ფუტკარაძე დაინიშნება.
ის კერძო ბიზნესს - "ფერმერთა სახლის" ფლობს.
internet.ge