უნივერსიტეტის
მაღლივ კორპუსთან მდებარე ხიდთან, 19 წლის გოგონას უცნობი მამაკაცი თავს დაესხა. მედეა ოდელავაძე ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას გვიან ღამით სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
ექიმების
განცხადებით,
ნეიროქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო. ამ დროისათვის ახალგაზრდის მდგომარეობა სტაბილურია.
გოგონა
ლექციების
დასრულების
შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც ინციდენტი მოხდა. მას თავს დაახლოებით 30 წლის მამაკაცი დაესხა, რომელსაც ამჟამად პოლიცია ეძებს.
როგორც
ცნობილია, სტუდენტმა თავში მძიმე საგნის ჩარტყმის შედეგად გონება დაკარგა. აღნიშნულ საქმეზე დაწყებულია ძიება.
internet.ge