საპატიმროს დღეს კიდევ რვა პატიმარი
დატოვებს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს სასჯელაღსრულების
პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საზოგადოებასთან
ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს, დღის მეორე ნახევრიდან ქუთაისის #2 დაწესებულებას ერთი პატიმარი დატოვებს, ბათუმის #3 დაწესებულებიდან
ერთი
პატიმარი გათავისუფლდება. ქალთა #5 დაწესებულებას ერთი ქალბატონი დატოვებს. სამი პატიმარი დატოვებს გეგუთის #14 დაწესებულებას. რუსთავის #17 დაწესებულებიდან კი ორი პატიმარი გათავისუფლდება.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, საპატიმრო
დაწესებულებებიდან ეტაპობრივად 300-მდე პატიმარი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდება.
Internet.ge