პროკურატურაში ბიზნესმენებისთვის ქონების დაბრუნების მოთხოვნით განაცხადებების მიღება დაიწყო
მთავარ
პროკურატურაში,
ბიზნესმენებისთვის
უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების მოთხოვნით, განაცხადებების მიღება დაიწყო.
მთავარი
პროკურორის
არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ის ადამიანები, ვინც ფიქრობენ, რომ დანაშაულის მსხვერპლნი გახდნენ, შეუძლიათ პროკურატურას მიმართონ.
„ვინც
ფიქრობს, რომ ის გახდა დანაშაულის მსხვერპლი, უფლებამოსილია მიმართოს მთავარ პროკურორს, ანუ ისეთი დანაშაულები, რომელიც ადრე იქნა ჩადენილი მაგრამ ამა თუ იმ გარემოების გამო პირი ამას ვერ აცხადებდა. არ ვიცი ზუსტად სტატისტიკური მონაცემებით ამ დროისათვის რამდენი განცხადება შემოვიდა და ერთი კვირის თავზე უკვე დაიწყება ყველა საქმის გამოძიება“,- განაცხადა კბილაშვილმა.
Internet.ge