GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ლადო ვარძელაშვილი "Speak up"-ის მონაწილეებს შეხვდა
15:27 18.04.2012
დღის სიახლეები

სასტუმრო "რადისონში", სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ვლადიმერ ვარძელაშვილი, პროექტის - "Speak up" პირველი ეტაპის 300-მდე მონაწილეს შეხვდა.

ღონისძიებაზე მინისტრმა პროექტის მიმდინარეობა შეაფასა და  რეგიონებში პროგრამის განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ინგლისური ენისა და ლიდერის უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამა - "Speak up" ქუთაისში, ახალციხეში, ზუგდიდსა და ბათუმში მიმდინარე წლის მაისში ჩატარდება.

პროექტის - "Speak up" პირველი ეტაპის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით სხვდასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან წინასწარ შერჩეული 300 სტუდენტი მონაწილეობდა. ისინი 2 თვის განმავლობაში ესწრებოდნენ პრაქტიკული ინგლისური ენისა და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარების ტრენინგებს. ახალგაზრდებს  სალექციო კურსი, რომელიც მთლიანად ინგლისურ ენაზეა,  საერთაშორისო გამოცდილების მქონე ტრენერებმა ჩაუტარეს. ამჟამად პროექტ "Speak up"-ის მეორე ეტაპი მიმდინარეობს (გორი, რუსთავი, მცხეთა) და მასში ჩართულია 400-მდე სტუდენტი.

მიმდინარე წლის მაისის თვიდან პროექტის განხორციელება ქუთაისში, ახალციხეში, ზუგდიდსა და ბათუმში დაიწყება. პროგრამაში, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 17-26 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც ინგლისურ ენას საშუალო დონეზე ფლობენ.  მონაწილეობის მსურველებმა უნდა მიმართონ ქალაქის მუნიციპალიტეტს, ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურს ცენტრებს ან შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა ვებ-საიტზე www.speakup.ge. პროგრამაში მონაწილეობა უფასოა.

პროექტი "Speak Up" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია "SPEAKUP".

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საქართველოს მოსახლეობა ახალ პარლამენტს ირჩევს1
ლონდონის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების პირველი ასპარეზობა შედგა2
საქართველოს პრემიერ-მინისტრად ვანო მერაბიშვილი დაინიშნა3
მანჯგალაძე: რუსეთის "სიყვარული" ქართველი ხალხის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში გამოიხატება4
მკვლელობა ოზურგეთში5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X