საქართველოს პრემიერ - მინისტრმა
ბიძინა ივანიშვილმა „ერთიანი
ნაციონალური მოძოაბის“ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა.
მთავრობის კანცელარიაში შეკრებილი ჟურნალისტები დაინტერესდნენ იზიარებს
თუ არა ივანიშვილი შს მინისტრის მოადგილის ლაშა
ნაცვლიშვილის პოზიციას რუსეთთან დაკავშირებით.
საქმე ეხება უმცირესობის ბრალდებას, რომლის მიხედვითაც ნაცვლიშვილმა
2008 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა უკეთესი ყოფილიყო, თუ
რუსეთი თბილისს აიღებდა.
„ლაშას ძალიან კარგი წარსული აქვს. უნდა გავარკვიო ნამდვილად თქვა თუ
არა მან ეს სიტყვები და თუ თქვა, რა კონტექსტში, რადგან ჩვევიათ, რომ სიტყვებს ჭრიან
და მათთვის სასურველ შინაარს აძლევენ. რაც შეეხება ვიზიარებ თუ არა ამ მოსაზრებას
- რა თქმა უნდა არა. რუსები სადამდეც შემოვიდნენ ისიც არ უნდა დაგვეშვა“,-
განაცხადა ივანიშვილმა.
internet.ge