საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, რუსეთთან
ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელად ზურაბ აბაშიძე წარადგინა.
ივანიშვილის განცხადებით, აბაშიძეს რთული და მძიმე სამუშაო ელოდება.
„უნდა მოვახერხოთ და დავალაგოთ ურთიერთობები ჩვენ ყველაზე დიდ მეზობელთან.
იმედი მაქვს უახლოეს მომავალში კულტურულ და სავაჭრო ურთიერთობებს აღვადგენთ. ჯერ
უნდა დავარეგულიროთ ურთიერთობა და შემდგომ ავიყვანოთ მაღალ დონეზე“,- განაცხადა
ივანიშვილმა.
internet.ge