საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ეჭვობს, რომ ბოლო
დროს ციხეებში განვითარებული მოვლენები საბოტაჟია.
როგორც ივანიშვილმა მთავრობის კანცელარიაში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე
განაცხადა რუსთავის #16 დაწესებულებაში განვითარებული მვლენები
კარგადაა ორგანიზებული რაც ეჭვებს ბადებს.
„ამ თემაზე დამატებით ვერაფერს გეტყვით, სოზარი მუშაობს ამ
საკითხზე“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათია რუსთავის ციხესთან პატიმართა მშობლები
იმყოფებიან.
როგორც ისინი აცხადებენ, პატიმრებს იმ 22 ადამიანთან აქვთ პრეტენზია,
რომლებიც წლების განმავლობაში #16 დაწესებულებაში
მუშაობენ.
internet.ge