საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, „თელასის“ ყოფილ
თანამშრომლებს ხვდება.
როგორც
შეხვედრის დაწყებისას კალაძემ განაცხადა, ის ყველანაირად ეცდება, რომ სამსახურიდან
გათავისუფლებული 125 ადამიანი, სამუშაო ადგილებს დაუბრუნდეს.
„მიუხედავად იმისა, რომ "თელასი"
არის კერძო კომპანიის საკუთრება, ენერგეტიკის სამინისტრო მაინც იზრუნებს ყველა
თანამშრომლის უფლებების დასაცავად“,-
განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ,
რომ "თელასის" ყოფილი თანამშრომლები სამსახურიდან გათავისუფლებაში კომპანიის კომერციულ დირექტორს ზურაბ
არსოშვილს ადანაშაულებენ.
internet.ge