ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში - ქეით ჯულიანს შეხვდა
17:22 01.11.2012
|
დღის სიახლეები
|
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში ქეით ჯულიანთან.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა სტუმარს ოფიციალურად წარუდგინა სამინისტროს ახალი გუნდის წევრები: გიორგი თაბუაშვილი და დავით ლეჟავა, რომელთა კურატორობის სფეროშიც საბიუჯეტო მიმართულება და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობაა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით უკვე დაფინანსებული პროექტები, ისაუბრეს მიმდინარე პროგრამებზე და შესაძლო ახალ მიმართულებებზე.
აზიის განვითარების ბანკი ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია. საქართველო ბანკის წევრი 2007 წლის თებერვალში გახდა. ADB სესხების გაცემისა და ტექნიკური მხარდაჭერის გაწევის გზით აფინანსებს წევრი ქვეყნებისათვის პრიორიტეტულ პროგრამებსა და პროექტებს.
ამჟამად, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსება საქართველოში მოიცავს ისეთ სექტორებს როგორიცაა: კომუნალური, ურბანული, მუნიციპალური და წყლის ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი. ბანკის მიერ ხორციელდება საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა. მისი ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია საბანკო და საწარმოო სექტორის დაკრედიტების მიმართულებით. განიხილება თანამშრომლობის შესაძლებლობები ენერგეტიკის სექტორში.
როგორც აზიის განვითარების ბანკის მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა, ბანკი მომავალში აქტიურად ითანამშრომლებს საქართველოს მთავრობასთან საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერის კუთხით.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|