პარლამენტის
პირველი ვიცე–სპიკერი, მიხეილ მაჭავარიანი, ხვალ, კონფერენციას – „ეთიკის კოდექსი
და სტანდარტები პარლამენტის წევრებისთვის“ გახსნის.
ამის
შესახებ "ინტერნეტ.ჯი"–ს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი
ინფორმაციით, კონფერენცია „შერატონ მეტეხი პალასში“ ჩატარდება.
მაჭავარიანის
გარდა, კონფერენციაზე სიტყვით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის
უფლებათა დაცვის ბიუროს ხელმძღვანელი, დოქტორი - მარსინ ვალეცკი გამოვა.
რაც
შეეხება კონფერენციაზე განსახილველ საკითხებს, ღონისძიების მონაწილეები საპარლამენტო
ეთიკის ძირითად მიზნებსა და გამოწვევებს განიხილავენ.
internet.ge