მერვე საპყრობილედან 100 მსჯავრდებული ქსნის მე-15 დაწესებულებაში გადაიყვანეს
20:00 01.11.2012
|
დღის სიახლეები
|
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა
სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს ინიციატივით გრძელდება პატიმართა ეტაპირების პროცესი. დღეს
თბილისის #8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებიდან, 100 მსჯავრდებული გადაიყვანეს ქსნის #15 ნახევრად ღია და
დახურული ტიპის დაწესებულებაში.
სასჯელაღსრულების სამინისტრო განმარტავს, რომ ეტაპირების პროცესი მიზნად ისახავს ერთის მხრივ #8 სასჯელაღსრულების
დაწესებულების განტვირთვას, მეორე მხრივ იმ მსჯავრდებულთა გადაყვანას
შედარებით მსუბუქი რეჟიმის პირობებში, რომლებიც არ უნდა იმყოფებოდნენ
მკაცრი რეჟიმის ინსტიტუციებში.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|