GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რუსთავის მე-16 დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას გენერალური ინსპექცია შეისწავლის
21:10 01.11.2012
დღის სიახლეები
რუსთავის ციხის ტერიტორია ამ წუთებში სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ და გენერალური ინსპექციის უფროსმა დატოვეს.

გენერალური ინსპექციის უფროსის, მირზა სუბელიანის განცხადებით, რუსთავის N16  დაწესებულებაში ხვალ გენერალური ინსპექციის თანამშრომლები შევლენ და ვითარებას შეისწავლიან.

რუსთავის N16 დაწესებულებასთან კვლავ რჩებიან მსჯავრედებულების მშობლები, მათ ხელმოწერებიც შეაგროვეს დაწესებულების უფროსის, ლევან აბურჯანიას გათავისუფლების მოთხოვნით, რომელსაც პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს გადასცემენ.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის N16 დაწესებულებასთან მსჯავრდებულების მშობლები აქცია მესამე დღეა გრძელდება, პატიმრების ახლობლები მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე დაშლას არ აპირებენ.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, პატიმრების განცხადებით, დაწესებულებაში დირექტორის შეცვლის შემდეგ, დაიწყო ძველი მეთოდების დამკვიდრება - პატიმრებს დაუწესდათ გაუმართლებელი შეზღუდვები, კერძოდ, აღარ აძლევენ ეკლესიაში გადასვლის საშუალებას, საკანში სარეცხის გაფენის უფლებას, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი არ არსებობს. მსჯავრდებულთა განცხადებით, ახალი დირექტორი პატიმრებს ემუქრება სასჯელის დამატებით, სპეცდანიშნულების რაზმის შემოყვანით. მათი თქმით, პატიმრებს უმიზეზოდ სჯიან და გადაყავთ სამარტოო საკანში.

მსჯავრდებულების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ #16 დაწესებულებაში განთავსებულნი არიან პატიმრები, რომლებისთვისაც ახალ დირექტორს, ლევან აბურჯანიას, პოლიციაში მუშაობის დროს, „ჩადებული“ აქვს ნარკოტიკი და რომლებიც ნაცემი ჰყავს.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ეგვიპტეში მუსულმანები ქრისტიანებს დაუპირისპირდნენ1
ივანიშვილი: თუ არჩევნების შედეგებს ავტორიტეტული სადამკვირვებლო მისიები აღიარებენ, კოალიცია მიღებულ შედეგს არ გააპროტესტებს2
პარლამენტში მინისტრებს ელოდებიან3
"ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველების ქონებას ყადაღა დაედო4
დავით უსუფაშვილი იუსტიციის მინისტრს მიმართავს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X