დიმიტრი შაშკინის 8 წლის ქალიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ
22:36 01.11.2012
|
დღის სიახლეები
|
ყოფილი თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი, მერილენდის შტატში, ოჯახთან ერთად იმყოფება, მასთან ინტერვიუ ტელეკომპანია "მე-9 არხმა" ჩაწერა.
როგორც დიმიტრი შაშკინმა ინტერვიუში განაცხადა, მან ქვეყნის დატოვების გაადწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მის 8 წლის ქალიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"ჩემს უმცროს შვილს, 8 წლის გოგოს, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა სახლის წინ, მიუხედავად იმისა, რომ დაცვა მიცავდა და არც მე ვარ სუსტი ძალის, მივხვდი, რომ დადგებოდა მარტივი საკითხი: ან მე ვესროდი ვინმეს, ან ჩემს ოჯახს ესროდნენ. ამიტომ მივიღე ასეთი გადაწყვტილება" - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა და დასძინა, რომ მაზოხისტი არ არის უყუროს როგორ აუქმებს ახალი ხელისუფლება ყვლაფერ იმას, რაც ქვეყანაში შეიქმნა და საკმაო წარმატებით.
დიმიტრი შაშკინმა იმ ბრალდებებსაც უპასუხა, რომელიც მისი მისამართით ბოლო პერიოდში გაჟღერდა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|