ნოდარ ხადურმა დღეს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის
ხელმძღვანელი წარადგინა. დღეიდან აღნიშნულ სამსახურს აპოლონ კაკაბაძე უხელმძღვანელებს.
ფინანსთა მინისტრის
განცხადებით,
ბიუჯეტის შესრულებას საფრთხე არ უნდა დაემუქროს და ყველამ უნდა გაითავისოს, რომ გადასახადის გადაუხდელობა დასჯადი ქმედება იქნება.
“აპოლონ კაკაბაძე კარგად
იცნობს
"სისტემას
და მის შუქჩრდილებს",
შესაბამისად, დარწმუნებული ვარ შეძლებს არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრას და მიღწევების შენარჩუნებას. საგამოძიებო სამსახურის თითოეულ თანამშრომელს ვთხოვ, აქტიურად ვიმუშაოთ ყველა მიმართულებით, მათ შორის შემოსავლების სამსახურთან, რათა ბიზნესს გავუადვილოთ საქმიანობა, რათა საგადასახადო კანონმდებლობაში
არ იყოს ორმაგი ინტერპრეტირების
საშუალება
და სხვადასხვაგვარად
არ ვკითხულობდეთ კანონს ჩვენ და ბიზნესმენები”,-
განაცხდა ხადურმა.
Internet.ge