ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, სამინისტროების ბიუჯეტის შემცირების საკითხი 3-4 ნოემბერს იქნება განხილული.
ამის შესახებ განცხადება, კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა. მისი თქმით, სხდომაზე საუბარი ბიუჯეტის შემცირებას შეეხება.
“სამინისტროს ბიუჯეტი 9 მილიონ 900 000 ლარია და ზოგადად 3 ან 4 ნოემბერს იქნება ბიუჯეტის განხილვა, სადაც ყველა სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს თავისი ბიუჯეტი და გაიმართება განხილვა, თუ რომელი უწყების ბიუჯეტი როგორ უნდა შემცირდეს",
- განაცხადა კალაძემ.
Internet.ge