პრეზიდენტის
რწმუნებულებს
და გუბერნატორებს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს, ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყების
წინ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
მინისტრმა დავით ნარმანიამ
განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ინციატივა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას არ საჭიროებს.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში ცვლილებები შევა. საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულები და გუბერნატორები პრემიერ-მინისტრის მიერ დაინიშნებიან. მოგეხსენებათ, გუბერნატორის ძირითადი დანიშნულება რეგიონებში სხვადასხვა პროექტებისა და პროგრამების კოორდინაციაა. ისინი უშუალოდ მთავრობამ უნდა შეარჩიოს და წარადგინოს. შესაბამისად, გუბერნატორები ანგარიშვალდებულნი იქნებიან მთავრობის წინაშე", - განმარტა ნარმანიამ.
Internet.ge