გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი გადადგა - გიორგი კალანდაძეს ვახტანგ კაპანაძე შეცვლის
საქართველოს
გაერთიანებული
შტაბის ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე თანამდებობიდან გადადგა. გავრცელებული
ცნობით, ის საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებას
გეგმავს. კალანდაძე პრეზიდენტმა სააკაშვილმა
თანამდებობაზე
8 ოქტომბერს დანიშნა.
გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის პოსტს ვახტანგ კაპანაძე დაიკავებს.
შტაბის ხელმძღვანელს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დღეს წარადგენს.
კაპანაძე აფხაზეთის ომის მონაწილეა. იყო გენერალური
შტაბის უფროსი. ის საგარეო დაზვერვაში მაღალ თანამდებობას იკავებს. მას სამხედრო
განათლება აშშ-ში აქვს მიღებული. არის სამხედრო საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი.
Internet.ge