პრემიერი ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის სასახლის დატოვებისკენ მოუწოდებს
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ინიციატივით მიმართავს, რომ მან
პრეზიდენტის სასახლე დატოვოს.
როგორც ივანიშვილმა მთავრობის კანცელარიაში
ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფოს პრეზიდენტის სასახლის შენახვა ძვირი უჯდება.
ივანიშვილი სააკაშვილს მთავრობის
კანცელარიიის შენობაში გადმოსვლას სთავაზობს.
„ჩვენ ვთავაზობთ მას გადმოვიდეს
კანცელარიის შენობაში. დაბლა სართულზე
მისთვის ოთახიც არსებობს, არის ცალკე ლიფტიც. კეთილი ინებოს და აქ გადმოვიდეს. ის სასახლე მომავალში მე მეკუთვნის, მე კი იქ ცხოვრებას არ
ვაპირებ. ეს არ შედის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და საზოგადოების ინტერესებში. ვთლი,
რომ როდესაც ქვეყანაში ამდენი დევნილი და სოციალურად დაუცველი ადამიანები
ცხოვრობენ, ამორალურიცაა იქ ცხოვრება“,- განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერის თქმით, დაზოგილი თანხა დევნილებს
და სოციალურად დაუცველებს მოხმარდება.
Internet.ge