რუსთავის #16-ე დაწესებულების დირექტორს ლევან აბურჯანიას უფლებამოსილება შეუჩერდა. ამასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.
“ინტერნეტ.ჯი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“სასჯელაღსრულების,
პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციამ,
მსჯავრდებულთა და მათი ოჯახის წევრების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მოკვლევა დაიწყო.
მინისტრის გადაწყვეტილებით,
გენერალური ინსპექციის მიერ საკითხის საბოლოო შესწავლამდე, უფლებამოსილება შეუჩერდა რუსთავის #16
ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს ლევან აბურჯანიას”,- ნათქვამია განცხადებაში.
Internet.ge