თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია
მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის თვითმფრინავის შენახვა ხალხს ძვირი უჯდება.
როგორც მთავრობის კანცელარიაში გამართულ
ბრიფინგზე მინისტრმა აღნიშნა, ეს საკითხი აუცილებლად გადაიხედება.
„ვერ მივცემ თავს უფლებას, რომ პრეზიდენტის თვითმფრინავისთვის გამოყოფილი იყოს თვეში 800 000 ლარი - არამიზნობრივი ხარჯი, ჩვენ ალბათ ამ ვალდებულებისგან
გავთავისუფლდებით.
80 მილიონიდან
უკვე გადახდილია 13 მილიონი ლარი. მომავალში გვაქვს ვალდებულება, რომ გადავიხადოთ 74 მილიონი ლარი", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისი თქმით, მსგავსი ხარჯები მომავალში შემცირდება.
„მთელი ბიუჯეტი ეფექტურად უნდა იყოს მიმართული ჯარისკაცების, სამხედროების საბრძოლო მზადყოფნის განვითარებისთვის
და არა ერთი ადამიანის ფუფუნებისთვის“,-
განმარტა ირაკლი ალასანიამ.
Internet.ge