პრემიერ-მინისტრმა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის პოსტზე ირაკლი კოვზანაძე წარადგინა.
კოვზანაძის განცხადებით, ფონდმა შესაძლოა ბევრი და მნიშვნელოვანი საქმე გააკეთოს
და ეს ასეც მოხდება. მისი თქმით, ფონდის მუშაობა, ბევრად უფრო ეფექტური გახდება.
"ფონდი რამდენიმე მიმართულებით კარგ პროექტებს ახორციელებს, მათ შორის არის ენერგეტიკის, ასევე სოფლის მეურნეობის სფერო. პირველ რიგში ჩვენ შევაფასებთ, ანალიზს გავაკეთებთ ამ პროექტების. შესაბამისად, გადავწყვეტთ, რომელი პროექტი გაგრძელდეს ან რა მიმართულებით წავიდეს", -
განაცხადა კოვზანაძემ.
Internet.ge