თავდაცვის
მინისტრმა
ირაკლი ალასანიამ
ბრიგადის
გენერალი ვახტანგ კაპანაძე გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველ მოადგილედ დანიშნა.
მინისტრის
თქმით, იმ შემთხვევაში თუ გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე კვალიფიკაციის ასამაღლებლად საზღვარგარეთ გაემგზავრება, გაერთიანებული შტაბის უფროსად კაპანაძე დაინიშნება.
ამ
დროისთვის
კაპანაძე დროებით გაერთიანებული შტაბის უფროსის მოვალებასაც შეასრულებს.
კალანდაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია დღეს დილით
გავრცელდა.
კაპანაძე აფხაზეთის ომის
მონაწილეა. იყო გენერალური შტაბის უფროსი. ის საგარეო დაზვერვაში მაღალ
თანამდებობას იკავებს. მას სამხედრო განათლება აშშ-ში აქვს მიღებული. არის
სამხედრო საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი.
რაც შეეხება კალანდაძეს, ის
პრეზიდენტმა სააკაშვილმა თანამდებობაზე ა.წ. 8 ოქტომბერს დანიშნა.
Internet.ge