ჭიათურის
სამთოგამამდიდრებელი
კომბინატის
მუშა-მოსამსახურეებმა
გაფიცვა შეწყვიტეს.
როგორც "ჯორჯიან მანგანეზში"
აცხადებენ, კომპანიის
ადმინისტრაციასა
და გაფიცულ მუშებს შორის მოლაპარაკება შედგა.
"ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, ჭიათურის სამთოგამამდიდრებელი კომბინატის მუშა-მოსამსახურეები და კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის"
ადმინისტრაცია
მივიდნენ კონსენსუსამდე, რის შედეგადაც, ჭიათურის სამთოგამამდიდრებელი კომბინატის მუშა-მოსამსახურეთა მეტმა წილმა მიიღო გადაწყვეტილება თავიანთ სამუშაო ადგილებს დაბრუნებოდნენ. ამ ეტაპზე, შუქრუთისა და სტალინის მაღაროებში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, სხვა დანარჩენ მაღაროებში კი, სადაც აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა გუშინ, უკვე მადნის მოპოვების პროცესი მიმდინარეობს. გუშინდელი დღიდან ყველა კარიერი ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა. არ მუშაობს მხოლოდ ითხვისის მაღარო", -
აღნიშნულია
კომპანიის
მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ,
რომ ჭიათურის სამთოგამამდიდრებელი
კომბინატის
მუშა-მოსამსახურეებმა
სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასების გაზრდის მოთხოვნით აქციები 15 ოქტომბრიდან დაიწყეს.
Internet.ge