საგარეჯოს გამგებელი კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერი, 30 წლის გიორგი ლოლაძე
გახდა.
ლოლაძის
კანდიდატურას მხარი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 30-მა წევრმა
დაუჭირა.
ახალი გამგებლის განცხადებით, მისი მიზანი სოფლის მეურნეობის
განვითარება და
რაიონის ინფრასტრუქტურის
მოწყობა
იქნება.
საგარეჯოს
მუნიციპალიტეტის
გამგებლის
არჩევას საგარეჯოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თინა ხიდაშელი ესწრებოდა.
მან დეპუტატებს არჩევანი მოუწონა და
აღნიშნა, რომ მზად არის გიორგი ლოლაძეს დახმარება გაუწიოს.
Internet.ge