საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურის - კაპრალ, რეზო ალავერდაშვილის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება.
ამ დრომდე ალავერდაშვილი უგზო-უკვლოდ დაკარგულად
ითვლებოდა და მისი იდენტიფიცირება დნმ-ის ანალიზის საფუძველზე მოხდა.
დაკრძალვის ცერემონია დღეს 14:00 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ ნიჩბისში გაიმართება.
internet.ge