ფოთის პორტის ადმინისტრაციის შენობასთან, გათავისუფლებული თანამშრომლები შიმშილობენ. მათ მთელი ღამე ქუჩაში გაატარეს.
ხუთი მოშიმშილე ქალბატონის განცხადებით, ისინი ტერიტორიას იქამდე არ დატოვებენ, სანამ მათი გათავისუფლების ბრძანებები არ გადაიხედება და სამსახურში არ დააბრუნებენ.
აქციის მონაწილეები ასევე, ფოთის მაჟორიტარის ეკა ბესელიას მისვლას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის დეკემბერში, რესტრუქტურიზაციის შედეგად, ფოთის პორტიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს.
internet.ge