GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას ერთკვირიანი მუშაობის შესახებ ანგარიში ჩააბარა
11:56 03.11.2012
დღის სიახლეები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას ერთკვირიანი მუშაობის შესახებ ანგარიში ჩააბარა.

მინისტრმა ჟურნალისტებს მოადგილეები წარუდგინა და მათი კომპეტენციები გააცნო. მინიტრის პირველი მოადგილე თამარ სანიკიძე საფინანსო სფეროს, დავით ზურაბიშვილი უმაღლეს განათლებას და მეცნიერებას, ქეთევან ნატრიაშვილი პროფესიულ და ტექნიკურ განათლებას, ხოლო ალუდა გოგლიჩიძე ზოგად განათლებას გაუწევს კურირებას.

გიორგი მარგველაშვილმა გამოცდების ეროვნული ცენტრისა და მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელებიც წარადგინა. გამოცდების ეროვნულ ცენტრს ისევ მაია მიმინოშვილი, ხოლო მანდატურის სამსახურს - ლევან აბაშიძე უხელმძღვანელებს.

ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მინისტრმა ახალ საგამოცდო მოდელზე; განათლების სისტემაში პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირებული მხარეების ურთიერთთანამშრომლობაზე; საგრანტო დაფინანსების გაზრდაზე;  უმაღლესი განათლების განვითარების მიზნით რეგენტთა საბჭოს ამოქმედებაზე და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხებზე ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ განათლების სისტემა დეპოლიტიზირებული და დეცენტრალიზებული გახდება და ყველა მოადგილე, თავის სკურაციო სფეროში მიმდინარე სიახლეებთან დაკავშირებით, საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას რეგულარულად მიაწვდის.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიქსუ პაატელაინენი: საქართველოს დაცვა უნდა გავტეხოთ1
"ბილაინის" ოფისის გაძარცვაზე არასწორი ინფორმაცია ვრცელდება2
დაღესტანში სულიერი ლიდერის მკვლელობის გამო ვითარების დესტაბილიზაციას პროგნოზირებენ3
აზერბაიჯანმა სომხეთს ყარაბაღის ოკუპაციით მიყენებული ზარალის ანგარიში წარუდგინა4
პრეზიდენტის ინიციატივით გამოცდები წლის განმავლობაში რამდენჯერმე გაიმართება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X