GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გია ქავთარაძემ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა
13:45 03.11.2012
დღის სიახლეები

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე გია ქავთარაძე თანამდებობიდან გადადგა.

აღნიშნულ საკითხზე, ქავთარაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ის მზად არის ყველა კითხვას, რომელიც მის იუსტიციის სამინისტროში მუშაობას ეხებოდა პასუხი გასცეს.

ქავთარაძის განცხადებით, ყველაფერი, რაც კახა კალაძის წინააღმდეგ ხდება, ძალზედ ხელოვნური და ანგაჟირებულია.

“ინტერნეტ.ჯი” აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"საჯარო სამსახურში დაბრუნება ქართველი ხალხის საყვარელი პიროვნების და ჩემი მეგობრის, კახა კალაძისადმი მხარდაჭერის სურვილმა გადამაწყვეტინა. სამწუხაროდ, ბოლო არ უჩანს მინისტრის წინააღმდეგ მიმართულ ყოვლად უსაფუძვლო და აშკარად მიზანმიმართულ აგრესიულ კამპანიას. მინისტრის შემდეგ ახლა უკვე მეც გადმომწვდნენ, როგორც მის მოადგილეს - გაჩნდა კითხვები 2005-2007 წლებში ჩემი იუსტიციის მინისტრობის პერიოდთან დაკავშირებით.მე მზად ვარ, ყველა კითხვას კვლავ გავცე პასუხი. "კვლავ" იმიტომ, რომ თავის დროზე ყველაფერს ამომწურავად ვუპასუხე.

ყველაფერი, რაც ბატონ კახა კალაძის წინააღმდეგ ხდება (ჩემს ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის ჩათვლით), ძალზედ ხელოვნური და ანგაჟირებულია.

არ მსურს, რომ ჩემს გამო კახა კალაძეს ხელი შეეშალოს იმ ბრწყინვალე კარიერაში, რაც მას წინ ელოდება. ამდენად, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე თანამდებობიდან.

ჩემს გულწრფელ პატივისცემას გამოვხატავ სამინისტროს ყველა თანამშრომლის მიმართ. ძალზედ შედეგიანი იყო ის რამდენიმე დღე, რაც სამინისტროში გავატარე. განსაკუთრებულ სიამოვნებას მგვრიდა ის ფაქტი, რომ სამინისტრო განთავსებულია "იუსტიციის სახლში" – "იუსტიციის სახლის" იდეა ხომ მე მეკუთვნის!", - აღნიშნულია განცხადებაში.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ქუთაისის პოლიციის ყოფილი ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს1
„ახალგაზრდა ადვოკატები“ გია ჭანტურიას მიმართავენ2
გია ქავთარაძემ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა3
პროკურატურაში ბიზნესმენებისთვის ქონების დაბრუნების მოთხოვნით განაცხადებების მიღება დაიწყო4
ჯოზეფ ქეი პატარკაციშვილებს „იმედის“ 10 %-იან წილს უბრუნებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X