2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ რეზო ალავერდაშვილის დაკრძალვას, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაესწრო.
პრემიერთან ერთად სოფელ ნიჩბისში იმყოფებიან: თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, იუსტიციის მინისტრი თეა
წულუკიანი,
შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა მაღალჩინოსნები.
დაკრძალვის ცერემონიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების საპატიო ყარაული მონაწილეობდა. საპატიო ყარაულის სამხედრო მოსამსახურეებმა 2008 წელს რუსული აგრესიის დროს დაღუპული სამხედროს ხსოვნას საგანგებო ზალპით მიაგეს პატივი.
კაპრალი რეზო ალავერდაშვილი 21 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ დრომდე ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად
ითვლებოდა და მისი იდენტიფიცირება მხოლოდ დნმ-ის ანალიზის საფუძველზე
მოხდა. თანამებრძოლებს რეზო ალავერდაშვილი 9 აგვისტოს, შანხაის მიმართულებით მოწინააღმდეგესთან შეტაკების შემდეგ აღარ უნახავთ.
კაპრალი ალავერდაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან IV ქვეით ბრიგადაში მსახურობდა. დაჯილდოებულია მედლით - ”სამშობლოსათვის თავდადებული”.
internet.ge