მიმდინარე კვირას, "საქართველოს რკინიგზის" გენერალური
დირექტორის კანდიდატურაზე მსჯელობა დაიწყება.
ინფორმაცია ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ გაავრცელა. კოვზანაძის თქმით, ახალი ხელმძღვანელის ერთ-ერთი
პირველი ფუნქცია რკინიგზელების მოსმენა და მათი პრობლემების მოგვარება იქნება.
"ახალი ხელმძღვანელის ერთ-ერთი პირველი ფუნქცია და მოვალეობა იქნება, რომ
რკინიგზელებს გულითადად მოუსმინოს და მათი პრობლემები გაითვალისწინოს. ასევე,
მარტივად გადაწყვიტოს ის საკითხები, რაც ჩვეულებრივ რკინიგზელს აწუხებს",-აღნიშნა კოვზანაძემ.
მისივე თქმით, საპარტნიორო ფონდი და
ეკონომიკის სამინისტრო რკინიგზელების პრობლემების უახლოეს მომავალში გადაწყვეტას გააკონტროლებენ.
Internet.ge