ირაკლი ღარიბაშვილი ინტერპოლის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას
შინაგან საქმეთა მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი ინტერპოლის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღებს
მონაწილეობას.
საერთაშორისო კრიმინალური
პოლიციის ორგანიზაცია - ინტერპოლის ასამბლეა 5-8 ნოემბერს ქალაქ რომში გაიმართება.
ასამბლეა ინტერპოლის მინისტერიალით გაისნება.
მინისტერიალს ირაკლი
ღარიბაშვილი 100-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსულ კოლეგასთან ერთად დაესწრება. შეხვედრა
შეეხება პოლიციის წინაშე მდგარ ისეთ გამოწვევებს, როგორიც არის ორგანიზებული
დანაშაული. ასამბლეაზე განსახილველ თემებს შორის ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია
კიბერდანაშაულებების წინააღმდეგ ბრძოლა.
შეხვედრებში მონაწილეობას
მიიღებენ ინტერპოლის წევრი 190 ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების მაღალი რანგის
წარმომადგენლები: შინაგან საქმეთა მინისტრები, ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური
ბიუროს ხელმძღვანელები და სხვა ოფიციალური პირები.
Internet.ge