გამოიკითხებიან პატიმრები, რომლებიც თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ
ორშაბათიდან იმ პატიმრების გამოკითხვა დაიწყება, რომლებიც
სხვადასხვა თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.
ამის შესახებ ქსნის სასჯელაღსრულების
#15-ე დაწესებულებიდან გამოსულმა საზოგადოებრივი მონიტორინგის წევრმა დიმიტრი ლორქიფანიძემ განაცხადა.
შეგახსენებთ, ქსნის
სასჯელაღსრულების #15-ე დაწესებულებაში
15-მა
პატიმარმა პირი ამოიკერა, ისინი მოითხოვენ
თანამდებობებს ჩამოშორდნენ ის პირები, რომლებიც პატიმართა მიმართ ღირსებაშემლახავ მოპყრობაში
არიანს მხილებულნი.
Internet.ge