ამერიკელი ბიზნესმენი, ცნობილი სამშენებლო კომპანიის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საქართველოში 21
აპრილს ჩამოვა.
როგორც „ინტერნეტ.ჯი"-ს
პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, დონალდ ტრამპი 21 აპრილს თბილისში დარჩება, 22 აპრილს კი ის
ბათუმში გაემგზავრება, სადაც მედიის წარმომადგენელებისთვის პრესკონფერენციას
გამართავს.
წინასწარი ინფორმაციით, ბათუმში,
დონალდ ტრამპი "ტრამპ თაუერის" მშენებლობის პროექტის პრეზენტაციას დაესწრება.
ბიზნემსმენის ინვესტიციით, თბილისსა და ბათუმში
საცხოვრებელი
კომპლექსი და სასტუმრო უნდა აშენდეს.
internet.ge