მაღაროელები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით აქციას არ წყვეტენ. ითხვისის მაღაროში თანამშრომლები უკვე 22 დღეა მჯდომარე აქციას მართავენ.
35 გაფიცულ მაღაროელს შორის 14 ქალია. მათ შორის არის ფეხმძიმე ქალბატონიც.
მაღაროელები ხელფასის 60 პროცენტით ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აქციის ქუჩაში გადმოტანით იმუქრებიან.
internet.ge