კახა კალაძე: პირდაპირი ბერკეტები არ გამაჩნია რომ ტარიფების დაწევა ჩემი ბრძანებით მოხდეს
„ყველაფერი, რაც ტარიფების დაწევას უკავშირდება, მოლაპარაკების გზით
უნდა მოგვარდეს“,- აღნიშნული
განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „რუსთავი 2“-თან საუბრისას გააკეთა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, „ენერგოპროსთან“ და „თელასთან“ გაფორმებული კონტრაქტები და მემორანდუმები გადასახედია.
„არსებობს
მემორანდუმები,
რომლებიც გაფორმებულია იგივე „თელასთან“,
იგივე
"ენერგოპროსთან" - ეს ყველაფერი
გადასახედია.
ყველაფერი
უნდა მოხდეს მოლაპარაკების გზით.
თანამდებობაზე ოფიციალურად დავინიშვნისთანავე,
მე და ჩემმა გუნდმა დავიწყეთ მუშაობა ტარიფებთან დაკავშირებით. გვქონდა შეხვედრები და მომავალშიც
გვექნება იმ კომპანიებთან, რომლებიც ენერგეტიკის სფეროში მოღვაწეობენ. მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
მე, როგორც მინისტრს, პირდაპირი ბერკეტები არ გამაჩნია, რომ
ტარიფების
დაწევა
ჩემი
ბრძანებით
მოხდეს“,-
განაცხადა კალაძემ.
მინისტრმა ყურადღება ნავთობისა და გაზის ფასებზეც გაამახვილა.
„ორშაბათიდან დაიწყებს საპარტნიორო ფონდის ახალი ხელმძღვანელი მუშაობას, რის შემდეგაც ცნობილი იქნება რა ხდება ამ კომპანიაში. ახლო მომავალში საზოგადოებისთვის ცნობილი
გახდება თუ რამდენად და რამდენით არის შესაძლებელი ტარიფების დაწევა გაზისა
და საწვავის მიმართულებებით",
- განმარტა ენერგეტიკის მინისტრმა.
internet.ge