ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა
14:42 05.11.2012
|
დღის სიახლეები
|
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, შოთა მურღულიამ, კახეთის განვითარების პროექტის ფარგლებში რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა და მათ მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება რეგიონში არსებულ ურბანულ, კომუნალურ და ტურისტულ ინფრასტრუქტურას, რაც გულისხმობს შენობების, პარკების, სკვერების, გზების, წყალმომარაგების სისტემების, გარე-განათების, მიწისქვეშა კომუნიკაციების და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და კეთილმოწყობას.
კახეთის რეგიონში ვიზიტის დროს შოთა მურღულიამ პირადად დაათვალიერა ერეკლე ბატონიშვილის სასახლისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობა ნაგებობებში მიმდინარე სარესტავრაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ასევე, ქალაქ თელავში სკვერებსა და პარკებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, ძველი შუამთის, ახალი შუამთის, იყალთოს, უჯარმასა და ალავერდის ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო და კეთილმოწყობის სამუშაოები.
აღნიშნული ისტორიული ძეგლების მიმდებარე ტერიტორიებზე მოეწყობა ტურისტული ბილიკები, პარკინგები, კაფეები, საინფორმაციო სივრცეები და სველი წერტილები. მინისტრის მოადგილემ თელავის ახლად აშენებული წყლის გამწმენდი ნაგებობაც მოინახულა. ასევე, სოფელ კურდღელაურში მიმდინარე წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და მიმდინარე წლის ზაფხულში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.
მინისტრის მოადგილე მოსახლეობას საკითხის შესწავლას და პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაპირდა. კახეთის რეგიონის განვითარების პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|