GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
14:59 05.11.2012
დღის სიახლეები

ფინანსთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თბილისელებისათვის სამი მნიშვნელოვანი პროგრამის: ტრანსპორტის, სოციალური და სამედიცინო დაზღვევის შეჩერებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას, უშუალოდ კი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ვანო მერაბიშვილს და დედაქალაქის მერიას ეკისრება.

სამინისტროების განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში აქტუალური გახდა თბილისის მერიის სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებული საკითხები და  აღნიშნულ პროგრამებში მონაწილე 600 000-მდე თბილისელის ბედი, რის გამოც ისინი კიდევ ერთხელ აკეთებენ განმარტებას.

“20 ოქტომბერს, ქალაქ თბილისის საკრებულომ, დაჩქარებული წესით დედაქალაქის ბიუჯეტიდან ამოიღო აღნიშნული  პროგრამებისთვის გათვალისწინებული ხარჯები. თბილისის მერიამ სადაზღვევო კომპანიებს ოფიციალური წერილით მიმართა სადაზღვევო ხელშეკრულებების ნაადრევად შეწყვეტის თაობაზე და მიზეზად თანხების უქონლობა დაასახელა.  ეს იმ პირობებში, როდესაც დედაქალაქის ბიუჯეტისთვის წლის განმავლობაში, ტრანსფერის სახით გამოყოფილი 450 მილიონი ლარიდან დედაქალაქს ცხრა თვის მანძილზე ათვისებული ჰქონდა 75%. აქედან,  ჯანდაცვის პროგრამებზე გათვალისწინებული იყო 30 მილიონი ლარი, 9 თვის განმავლობაში მერიას დახარჯული ჰქონდა 17 მილიონი ლარი, შესაბამისად, დარჩენილი იყო 13 მილიონი ლარი; სოციალური პროგრამებისთვის განკუთვნილი  52 მილიონი ლარიდან, დახარჯული იყო 30 მილიონი ლარი, დარჩენილი კი,  22 მილიონი.  ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურებისათვის  გამოყოფილი 35 მილიონიდან ათვისებული იყო 20 მილიონი ლარი და დარჩენილი რეზერვი შეადგენდა 15 მილიონ ლარს.

ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან  19 დღის შემდეგ, მაშინ, როცა მიმდინარეობდა ხელისუფლების გადაბარების პროცესი.  განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საკითხები გადაბარების პროცესის მიმდინარეობისას, არც ერთ შეხვედრაზე, მათ შორის, არც ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრებზე არ დასმულა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვერ გაიცემა აღნიშნული თანხა, რადგან კანონში 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ ასეთი მუხლები გათვალისწინებული არ არის. ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ამ ვალდებულების ასაღებად არ გააჩნია შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

ჩვენი  პოზიცია უცვლელია, რომ აღდგეს თბილისის ბიუჯეტი ძველი პარამეტრებით და დაუბრუნდეს 18 ოქტომბრისათვის არსებულ სტატუსქვოს, თბილისის მერიამ შეასრულოს ის  ვალდებულება, რომელიც აქვს აღებული საკუთარი მოქალაქეების წინაშე”,- ნათქვამია განცხადებაში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი გიორგი კალანდაძე დაკავებულია1
მიხეილ სააკაშვილი: ამ ყველაფერს თამაზ თამაზაშვილი უკვეთავდა2
ბიძინა ივანიშვილი სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდება3
მიხეილ სააკაშვილმა მოლდოვის პრემიერ-მინისტრს საკუთარ კარ-მიდამოში უმასპინძლა4
ბაჩო ახალაია მოწმის სახით პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X