GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბესელია ნიგვზიანის მოსახლეობასა და საქართველოს სამუსლიმანო სამმართველოს წევრებს შეხვდა
16:12 05.11.2012
დღის სიახლეები
ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში, მართლმადიდებელ და მუსლიმურ მოსახლეობას შორის მშვიდობიანი ურთიერთობის აღდგენის მიზნით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დღეს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს, ნიგვზიანის მოქალაქეებს და საქართველოს სამუსლიმანო სამმართველოს წევრებს შეხვდა.
 
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეკა ბესელია საკითხს ადგილზე გაეცნო, შეხვდა იქ მცხოვრებ მუსლიმანებსა და მართლმადიდებლებს, დაათვალიერა მუსლიმური ლოცვის ადგილი, სადაც 2 ნოემბერს ინციდენტი მოხდა. „მე არ დავარქმევ კონფლიქტს, რადგან ეს იყო სოფლის მოსახლეობის აზრთა სხვადასხვაობის გამოხატვა“,-განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გაიმართა შეხვედრა, რომელსაც მეუფე იაკობი, მეუფე იოსები და საქართველოს სამუსლიმანო სამმართველოს მუფტი ჯემალ პასქაძე ესწრებოდნენ. 

ეკა ბესელიას მიაჩნია, რომ კონსენსუსამდე მისვლა დიალოგითაა შესაძლებელი და არა დაპირისპირების პროვოცირებით. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ყველა მხარის მოსმენა და, თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, საკითხისადმი ფრთხილი მიდგომა. ეკა ბესელიამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველო ტოლერანტული ქვეყანაა, სადაც აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციითაა დაცული. 

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, სამართალდამცავები უნდა იყვნენ სათანადოდ ინფორმირებულები, რომ რელიგიური წესების აღსრულების ხელის შეშლა სისხლის სამართლის კოდექსით რეგულირდება და არავის აქვს მისი შეზღუდვის უფლება. 

სამუსლიმანო სამმართველოს მუფტმა, ჯემალ პასქაძემ მადლობა გადაუხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს საკითხზე დროული რეაგირებისა და მისი მშვიდობიანი მოგვარებისთვის.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
კობახიძე: ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს ჩვენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან1
ირაკლი ღარიბაშვილმა თინა ხიდაშელს აგინა (VIDEO)2
"ქართული ოცნების" აქციაზე წესრიგის დაცვას 500 კაციანი საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს3
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 4 აგვისტოსთვის4
ლუვრში ლეონარდოს „უკანასკნელი შედევრი“ გამოფინეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X