რეგიონული
განვითარების
და ინფრასტრუქტურის
მინისტრი დავით ნარმანია
აცხადებს, რომ "ქამრების შემოჭერა შეეხება ადმინისტრაციულ ხარჯებს და გასართობი და ფუფუნების საგნების პროექტებს, რომელიც ბოლო წლებში ხორციელდებოდა, მაგრამ ძირითადი ინფრასტრუქტურული
პროექტები
აუცილებლად
გაგრძელდება".
როგორც მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს
განუცხადა, შეჩერებულია ლაზიკაში ნაპირსამაგრი სამუშაოები.
ნარმანიას განცხადებით, ნაპირსამაგრი სამუშაოების გაგრძელების საკითხი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდება.
„პორტის მშენებლობაზე ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან ინვესტორებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. ჩვენი სამინისტროს მხრიდან იქ ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობდა, მაგრამ სამუშაოები შეჩერდება, მანამ სანამ პორტის საკითხი
გაირკვევა, რადგან თუ პორტის მშენებლობა იგეგმება სამუშაოების შესრულება პორტს ხელს შეუშლის. "- განცხადა ნარმანიამ და აქვე დასძინა, რომ ლაზიკაში ინფრასტრუქტურული
სამუშაოების
შესასრულებლად
11.5 მლნ ლარი დაიხარჯა.
Internet.ge